საერთაშორისო პოლიტიკა და საქართველო

Main Article Content

იგორ კვესელავა

ანოტაცია

საერთაშორისო პოლიტიკის შესწავლა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და ა.შ. განვითარების სურვილითაა განპირობებული, თუმცა პრინციპებისა და ძალის, ზნეობისა და სახელმწიფოს მართვის შეთავსება ადვილი არ არის. მით უმეტეს, შეუძლებელია სახელმწიფოები მხოლოდ სიკეთით ან ბოროტებით იყვნენ დაკავებულნი; საერთაშორისო პოლიტიკის ბუნება ამ თეზას უხსოვარი დროიდან გამორიცხავს, რადგან ძალა და ზნეობა ურთიერთგამომრიცხავი ცნებებია. ძლიერები ქმნიან ამინდს, ხოლო სუსტები ამ ამინდის შედეგებს უნდა შეეგუონ.
სტატიაში გადმოცემულია გლობალიზაციის თანამედროვე გააზრება, რომელიც დაკავშირებულია პოლიტიკურ, ეკონომიკურ, კულტურულ, სამხედრო და სხვა პროცესებთან და მოიცავს პოლიტიკურ და სამხედრო ბლოკებს, „ხისტ“ და „რბილ“ ძალებს, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მსოფლიო ბანკებსა და ფონდებს, მსოფლიო მასმედიას, დიასპორებს, „ოქსფამს“, „ექიმები საზღვრებს გარეშეს“, „ჰუმან რაითს ვოთჩს“, საერთაშორისო წითელ ჯვარს“, გაეროს ლტოლვილთა უმაღლეს კომისარიატს“, „გაეროს ბავშვთა ფონდს“ (იუნისეფი), ევროპის „უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციას“ (ეუთო), „აფრიკის კავშირს“, „სამშვიდობო ჯარებს“ და ა.შ.

საკვანძო სიტყვები:
პოლიტიკა, გლობალიზაცია, პოლიტიკური ხელისუფლება, მმართველობა, მსოფლიო წესრიგი, საერთაშორისო ურთიერთობები, მეცნიერება, თეორია, იდეოლოგია, კავკასია, რუსეთი, „ქართული ოცნება“
გამოქვეყნებული: Dec 11, 2023

Article Details

სექცია
პოლიტიკა