ჟურნალის შესახებ
„საისტორიო ვერტიკალები“ არის სამეცნიერო ჟურნალი, რომელშიც ქვეყნდება ქართველი და უცხოელი ავტორების (პროფესორების, მეცნიერ-თანამშრომლების, ანალიტიკოსებისა და დოქტორანტების) სამეცნიერო ნაშრომები.
ჟურნალის მიზნები, მისია და კონცეფცია: ჟურნალის მიზანია ხელი შეუწყოს ზედმიწევნით, ზუსტ სამეცნიერო კვლევას და მის გავრცელებას სხვადასხვა მიდგომებისა და მეთოდების დაცვით; ამასთან, სამეცნიერო საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია თანამედროვე სამეცნიერო კვლევების შესახებ შემდეგ დარგებში - ისტორიის, პოლიტიკის, საჯარო მმართველობის, საერთაშორისო ურთიერთობების, სამართლის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების, სოციოლოგიის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და ა.შ. მნიშვნელოვან დარგებში.
ჟურნალის მიზანია სხვადასხვა ქვეყნის მკვლევრებს შევთავაზოთ კონკურენტუნარიანი ნაშრომები და სადისკუსიო პლატფორმა სხვადასხვა სამეცნიერო წრისათვის; წარმოვაჩინოთ მაღალი ხარისხის ისტორიის, პოლიტიკისა და თუ საერთაშორისო ურთიერთობების, ასევე სხვა მეცნიერებათა მნიშვნელოვანი დარგებში თანამედროვე ეტაპზე განხორციელებული კვლევები და სამეცნიერო ნაშრომები და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ ისინი მსოფლიო სამეცნიერო წრეებისათვის და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის;
რეფერირებადი და რეცენზირებადი ჟურნალის „საისტორიო ვერტიკალების“ მისიაა თანამედროვე ქართულ და საზღვარგარეთულ სამეცნიერო წრეებსა და სამოქალაქო საზოგადოებაში მისი ცნობადობის და ზოგადად, ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა.
ჟურნალს ჰყავს საერთაშორისო სარედაქციო კოლეგია.
ჟურნალის ამოცანებია: მაღალრეიტინგულ საერთაშორიო სამეცნიერო გამოცემებს შორის ღირსეული ადგილის დამკვიდრება, საერთაშორისო სამეცნიერო წრეების მიერ აღიარებულ ავტორიტეტულ საერთაშორისო ბაზებში განთავსება, მკითხველთა და ავტორთა საერთაშორისო აუდიტორიის გაფართოება და ჟურნალის პოპულარიზაცია.
პერიოდულობა: კრებული „საისტორიო ვერტიკალები“ გამოიცემა წელიწადში 3-4-ჯერ.