ჟურნალში გამოსაქვეყნებელი სტატია უნდა იყოს ორიგინალური, დაფუძნებული ავტორ(ებ)ის კვლევის შედეგებზე, არ შეიცავდეს პლაგიატს და წარმოდგენილი ფორმით არ იყოს გამოქვეყნებული. ყოველ სტატიას ფარული რეცენზირებით შეამოწმებს ორი დამოუკიდებელი შესაბამისი სფეროს ექსპერტი (რეცენზენტი), რომელთა ვინაობა კონფიდენციალურია. სტატია მაქსიმუმ 100 ქულად შეფასდება. დადებით რეცენზიად ითვლება, თუ რეცენზენტი ნაშრომს შეაფასებს მინიმუმ 60 ქულით შეფასების ფორმის შესაბამისად. სტატიას დასაბეჭდად რეკომენდაცია მიეცემა იმ შემთხვევაში, თუ ორივე რეცენზენტი ნაშრომს შეაფასებს დადებითად. საბოლოო გადაწყვეტილებას გამოქვეყნების შესახებ იღებს სარედაქციო კოლეგია. რეცენზენტის მიერ შენიშვნების და მითითებების შემთხვევაში, რედაქცია ავტორს სთავაზობს არსებული რეკომენდაციების გათვალისწინებას ან თავისი პოზიციის დასაბუთებას. თანხმობის შემთხვევაში, ავტორს, მაქსიმუმ 2 კვირის ვადაში მოჰყავს შესაბამისობაში ნაშრომი წარდგენილ რეკომენდაციებთან. გადამუშავებული ტექსტის მიღების შემდეგ სტატიას ხელახლა განიხილავს სარედაქციო კოლეგია გამოქვეყნების პროცედურებით გათვალისწინებულ ვადებში. მთავარი რედაქტორი, შესაბამისი სფეროს რედკოლეგიის წევრებთან კონსულტაციის და რეცენზენტების დასკვნის საფუძველზე იღებს სტატიის ჟურნალში გამოქვეყნების შესახებ გადაწყვეტილებას.

 

სტატიის რეცენზია ჟურნალისთვის „თავდაცვა და მეცნიერება“

წელი/თვე/რიცხვი _____

სტატიის სათაური _____

 

შეფასების კრიტერიუმები:

თემის აქტუალობა (0-20)
დასკვნების შესაბამისობა მიზნებთან და ამოცანებთან (0-20)
კვლევის შედეგების მეცნიერული სიახლის დონე (0-20)
კვლევის თეორიული, გამოყენებითი და პრაქტიკული მნიშვნელობა (0-20)
ტექსტის სტრუქტურა, აკადემიური ციტირების სტილი (0-20)

 

შენიშვნები, მითითებები (საჭიროებისამებრ):

 

რეცენზენტის დასკვნა

  1. სტატია აკმაყოფილებს მოთხოვნებს და შეიძლება დაიბეჭდოს
  2. სტატია საჭიროებს გარკვეულ ჩასწორებებს
  3. სტატია ვერ აკმაყოფილებს მოთხოვნებს

 

რეცენზენტის სახელი/გვარი

ხელმოწერა აკადემიური ხარისხი ტელ:

ელ.ფოსტა: