კასპიის რეგიონი, როგორც მსოფლიოს წამყვანი ზესახელმწიფოების, ინტერესთა შეჯახების წერტილი
Main Article Content
ანოტაცია
კასპიის ზღვის აუზი მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ადგილია, სადაც ნავთობის მოპოვება მიმდინარეობს. XX საუკუნის დასაწყისისთვის ეს რეგიონი უკვე გახლდათ მსოფლიო მასშტაბის ნავთობმოპოვების ცენტრი და უზარმაზარ გეოსტრატეგიულ ფასეულობას წარმოადგენდა. მის დაუფლებას მრავალი სახელმწიფო ცდილობდა. მაგრამ უკვე ექსპლუატაციაში მყოფი საბადოების გარკვეულმა გამოფიტვამ და ციმბირსა და სპარსეთის ყურეში ახალი რეზერვუარების გახსნამ მიგვიყვანა იქამდე, რომ კასპიის ნავთობმა ნაწილობრივ დაკარგა თავისი მნიშვნელობა. კასპიის რეგიონისადმი ინტერესის ამჟამინდელი გამოცოცხლება პირველ რიგში, დაკავშირებულია მის გეოგრაფიულ მდებარეობასთან და მისი, როგორც სატრანზიტო კვანძის როლთან ენერგორესურსების ტრანსპორტირებისათვის. ასევე, ენერგომატარებელთა მოხმარების ზრდისა და ნავთობის მოპოვების ახალი ტექნოლოგიების გამოჩენის გამო კასპიის საბადოებმა კვლავ მნიშველობა შეიძინეს, ხოლო 1990-იან წლებში ასევე გახსნილ იქნა რიგი ახალი უმდიდრესი საბადოების კასპიის ზღვის ფსკერის ადრე გამოუკვლევ უბნებში.
დღესდღეობით კასპიის აუზი არარეგიონულ სახელმწიფოთა უზარმაზარ ინტერესს იწვევს, რაც რეგიონში ნავთობის მდიდარი მარაგების შესახებ ვერსიის ფართო გავრცელებასთან და ასევე რეგიონის მნიშვნელოვან მდებარეობასთან არის დაკავშირებული. ეს ფაქტი დღეს ძირითად პრობლემას წარმოადგენს, რომელიც აღელვებს რუსეთსა და ირანს, ასევე რიგ სხვა კასპიისპირა სახელმწიფოს. ასევე რეგიონგარე მოთამაშეებს პირველ რიგში უნდა მივაკუთვნოთ აშშ, რომლის საქმიანობა კასპიის რეგიონში, უპირველესად აზერბაიჯანში ამერიკული კომპანიების ხელის შეწყობის მცდელობაში გამოიხატება.