ლაჩინის დერეფანი: დაძაბულობის დაწყება და შემდგომი ესკალაციის პრობლემა

Main Article Content

ალა ბიბილაშვილი

ანოტაცია

მისი შემდგომი განვითარების და ესკალაციის პრობლემა. ლაჩინის დერეფნის მნიშვნელობა განპირობებულია მისი გეოსტრატეგიული მნიშვნელობით, რადგანაც ლაჩინის დერეფანი ერთადერთი გზაა, რომელიც მთიან ყარაბაღს სომხეთთან და დანარჩენ სამყაროსთან აკავშირებს, ამიტომ დესტაბილიზაცია იქ დაუშვებელია, რადგანაც მას მძიმე შედეგები შეიძლება მოჰყვეს.


რუსეთის სამშვიდობო კონტინგენტის ძალები, რომლებსაც ლაჩინის დერეფნის უსაფრთხოების დაცვა ევალება, სომხეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის მხრიდან სულ უფრო ხშირად კრიტიკის საგანი ხდებიან. საყურადღებოა, რომ სომხეთის მთავრობამ რესპუბლიკის ტერიტორიაზე კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წვრთნების - „ურყევი ძმობის“ ჩატარებაზე უარი განაცხადა. სომხეთის და აზერბაიჯანის პოზიციები განიხილება რეგიონში ახალი გეოპოლიტიკური რეალიების კონტექსტში, რომელიც ჩამოყალიბდნენ სამხრეთ კავკასიაში სამმხრივი საზავო ხელშეკრულების ხელმოწერის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შემდგომ პერიოდში და მისი დებულებების მიხედვითაც დასრულდა მთიანი ყარაბაღის მეორე ომი.
კომპრომისების ძიება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, მათი ურთიერთობების მშვიდობიანი განვითარების სფეროში მნიშვნელოვანი ფაქტორია არა მარტო პოლიტიკური სიტუაციის სტაბილიზირებისთვის რეგიონში, არამედ, ის შეიძლება განიხილოს, როგორც თანამედროვე მსოფლიოს გეოპოლიტიკური პროცესის განუყოფელი შემადგენელი ნაწილი.

საკვანძო სიტყვები:
სომხეთი, აზერბაიჯანი, საზავო ხელშეკრულება, ლაჩინის დერეფანი, რუსეთი, ევროკავშირი, ყარაბაღი
გამოქვეყნებული: Dec 11, 2023

Article Details

სექცია
საერთაშორისო ურთიერთობები