საერთაშორისო თანამეგობრობის პოლიტიკა ტერიტორიული სუვერენიტეტის საკითხებზე კოსოვოს მაგალითზე

Main Article Content

ანა ბუკია

ანოტაცია

ტერიტორიული სუვერენიტეტი წარმოადგენს თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის ქვაკუთხედს, როგორც ამას განმარტავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდების მუხლი 2(1). სახელმწიფოებს, არაერთი საერთაშორისო შეთანხმების ძალით, აღებული აქვთ პასუხისმგებლობა, არ დაარღვიონ სუვერენული ქვეყნის საზღვრები, თუკი არაა სახეზე გამონაკლისი შემთხვევა. მკვლევარ-თეორეტიკოსთა მიხედვით, ერთ-ერთი ასეთი გამონაკლისია - თავდაცვითი სეცესია, რომელსაც არ აქვს მბოჭველი ძალა საერთაშორისო სამართალში, მეტიც, საკითხავია, განიმარტება თუ არა თვითგამორკვევის უფლება იმდენად ფართოდ, რომ მან მოიცვას ცალმხრივი სეცესიის შინაარსი. გარე თვითგამორკვევის საკითხზე საერთაშორისო ურთიერთობების დარგში პირველი ასოციაცია იქმნება კოსოვოზე, რომლის მიმართაც დეკადების განმავლობაში თანამედროვე მსოფლიო პოლიტიკური ინტერესები იზრდებოდა. „კოსოვოს პრეცედენტი... ერთგვარ უნიკალურ მოდე-ლად იქცა ამა თუ იმ ტერიტორიაზე... მარიონეტული რეჟიმების „ლეგიტიმური“ არსებობის გასამართლებლად”. დასავლეთის მხარდაჭერით, სტატუსი გადაწყდა კოსოვოს სასარგებლოდ, მიუხედავად იმისა, რომ კოსოვო დღემდე არ არის გაეროს წევრი სახელმწიფო. აღნიშნული მიუთითებს კოსოვოს დამოუკიდებლობის არასრულფასოვნებაზე, სამართლებრივი ჩარჩოს არამდგრადობაზე. სტატია წარმოაჩენს კონკრეტული პროცედურის შემოღების აუცილებლობას, რომლის მიხედვითაც სეცესიონისტურ კონფლიქტების განხილვა დაევალება კონკრეტულ ორგანოს, რომელიც შეაფასებდა დამოუკიდებლობის მოსურნე ერის დამოუკიდებლად არსებობის რესურსს და ობიექტურად გადაწყვეტდა საკითხს მათი იდენტობის სასარგებლოდ ან შიდა-თვითგამორკვევის შეთავაზებით.

საკვანძო სიტყვები:
ერი-სახელმწიფოს თვითგამორკვევის უფლება, სეცესიის კონსტიტუციური და დეკლარაციული თეორიები, სამართლიანი ომის თეორია, დიდ ძალათა პოლიტიკა, საერთაშორისო თანამეგობრობის როლი კოსოვოს კონფლიქტში, სახელმწიფოს აღიარება
გამოქვეყნებული: Dec 11, 2023

Article Details

სექცია
დოქტორანტები