გარე აქტორების როლი სირიის კონფლიქტში
Main Article Content
ანოტაცია
სირიის კონფლიქტი ან „სირიის ომი“ ჩვენ წინაშე წარმოჩინდება როგორც ყველა სახის კონფლიქტის მთელი ნაკრები: სოციალური, რელიგიური, საერთაშორისო, საშინაო პოლიტიკური და საგარეო პოლიტიკა. კონფლიქტურ სიტუაციას ემატება ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა, მოსახლეობის დიფერენციაციის მაღალი დონე და, რა თქმა უნდა, არაბული გაზაფხულის წარსული გამოცდილება.
სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტი სირიაში არის თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რადგან არა მხოლოდ სირია, არამედ მრავალი სხვა სახელმწიფოც განიცდის სირთულეებს სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ და ა.შ. საკითხებში. ამ სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტის მიზეზებს მრავალფეროვანი საფუძველი აქვს, დაწყებული ქვეყნის ხალხის კულტურული წინააღმდეგობებით და დამთავრებული მისი ძალაუფლების უარყოფით. სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტის მხარეები და მონაწილეები წარმოდგენილია ქვეყნების მთელი ჯგუფებით, რომელთაგან ზოგი სამხედრო ინტერვენციისა და კონფლიქტის სამხედრო დარეგულირების მომხრეა, ზოგი კი უფრო ჰუმანური, დიპლომატიური მისწრაფებების.
ამავდროულად, შეერთებული შტატები და რუსეთი რჩებიან კონფლიქტის ყველაზე მნიშვნელოვან გარე აქტორებად, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი შესაძლებლობები, მხარი დაუჭირონ სირიას სამხედრო საქმეებსა და ჰუმანიტარული მხარდაჭერის საკითხებში. ექსპერტების, ანალიტიკოსების, პოლიტიკოსების და სხვა საზოგადო მოღვაწეების ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებები და პოზიციები მოწმობს სირიაში სამხედრო-პოლიტიკური კონფლიქტის არსის მრავალფეროვნებაზე.