ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების შესწავლის თეორიული მიდგომები და კლასიფიკაცია
Main Article Content
ანოტაცია
მიუხედავად იმისა, რომ კაცობრიობის ისტორიაში ეთნიკურ და ეთნოპოლიტიკურ კონფლიქტებს დიდი ისტორია აქვს, მკვლევარებმა მათი შესწავლა შედარებით გვიან დაიწყეს. ნათან გლეზერისა და დანიელ მოინიჰენის მტკიცებით, ეთნიკურობა არის „სტრატიფიკაციის უფრო ფუნდამენტური წყარო“, ვიდრე საზოგადოების კლასობრივი ბუნება და, შესაბამისად, ეთნიკურობა და ეთნიკური კონფლიქტი აქტუალური მომავალშიც.
ეთნიკური კონფლიქტია, როდესაც არსებობს ეროვნული მოძრაობის ორგანიზაციული ფორმირება ან არსებობს სოციალურ-პოლიტიკური ძალა, რომელიც მიზნად ისახავს უზრუნველყოს კონკრეტული ხალხის ან ეთნიკური ჯგუფის ეთნო-ეროვნული ინტერესები და ამ მიზნის მისაღწევად ცდილობს შეცვალოს არსებული ვითარება ცხოვრების კულტურულ, ენობრივ, სოციალურ-ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ სფეროში. ამასთან, ეთნიკური კონფ-ლიქტი ყოველთვის პოლიტიკური ფენომენია, რადგან კულტურულ-ენობრივი თუ სოციალურ-ეკონომიკური სფეროს პრობლემების გადასაჭრელად და სხვა ეროვნული მიზნების მისაღწევად, როგორც წესი, საჭიროა პოლიტიკური გზებისა და მეთოდების გამოყენება.
ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების მოგვარება ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური პრობლემაა. არ არის საჭირო იმის მტკიცება, რომ ამ კონფლიქტების შედეგები უკიდურესად უარყოფით გავლენას ახდენს არამხოლოდ განვითარებაზე, არამედ იმ სახელმწიფოების იმიჯზეც, რომლებსაც არ შეუძლიათ მათი თავიდან აცილება. მაგრამ კონფლიქტების ესკალაციის ყველაზე სერიოზული შედეგი არის სიცოცხლის უზარმაზარი დაკარგვა.