მოსახლეობის მორალურ-ფსიქოლოგიური უზრუნველყოფა საომარი მდგომარეობის წარმოშობის პირობებში

Main Article Content

იოსებ შურღაია
ნონა ცაბაძე

ანოტაცია

საომარი მოქმედებების დროს ძალზე მნიშვნელოვანია ადგილობრივი მოსახლეობის მორალურ-ფსიქოლოგიური მდგომარეობა და მდგრადობა, ვინაიდან მოსახლეობაში პანიკისა და სტრესული მდგომარეობის განვრცობამ, შესაძლოა სამხედრო მოქმედებების შესრულებისათვის სირთულეები წარმოშვას.


ზოგადად, საომარი მოქმედებების მოსამზადებელ ყოველისმომცველ ღონისძიებებს შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია აღნიშნულ ტერიტორიაზე სოციალური გარემოს მომზადება, რაც შემდეგში გამოიხატება:



  • მოსახლეობაში საკუთარი ქვეყნის ჯარის მიმართ კეთილგანწყობისა და ნდობის გაღვივება;

  • სამხედრო მოსამსახურეებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის უკონტროლო კონტაქტების აკრძალვა;

  • მკაცრი ზომების გამოყენება სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, მათი მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის კანონიერი უფლებების დარღვევის შემთხვევაში და ა.შ.


რაც შეეხება ადგილობრივ მოსახლეობას, ორ ცეცხლს შუა მოქცეულ და ყოველ წუთს სიკვდილის მოლოდინში მყოფ ადამიანთა ფსიქოლოგიური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, შეუძლებელია, დადებითი იყოს. პირიქით, ისინი მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდიან და ეს ხშირად ქრონკულ და მასობრივ სახესაც ღებულობს ხოლმე.


მშვიდობიანი მოსახლეობის მორალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ძირითადი ამოცანებია:



  • სამხედრო ოპერაციების არეალში სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის შესწავლა და მოსახლეობის მორალურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე მათი გავლენის შეფასება და პროგნოზირება;

  • სამოქალაქო მოსახლეობისათვის სამხედრო ოპერაციების მიზეზებისა და სახელმძღვანელო მითითებების შესრულების აუცილებლობის ახსნა;

  • მოსახლეობის დროულად ინფორიმირება უმაღლესი სახელმწიფო და ადგილობრივი ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებების შესახებ;

  • მოსახლეობის ფსიქოლოგიური სტაბილურობის უზრუნველყოფა, მათში ნებისყოფისა და გამძლეობის გრძნობების გაღვივება;

  • არსებულ ვითარებაში მოსახლეობისათვის სოციალური და სამართლებრივი გა-რანტიებისა და ცხოვრების პირობების შექმნა-შენარჩუნება;

  • არსებული ვითარების ფსიქოტრავმული ზემოქმედების დაძლევაში მოსახლეობისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა.


ზემოაღნიშნულ ამოცანათაგან, უპირველესი, რა თქმა უნდა, საინფორმაციო-პროპაგან-დისტული სამუშაოების სწორად წარმათვაა და მათ პრაქტიკულ განხორციელებას სხვადასხვა ეტაპზე საკუთარი მახასიათებლები გააჩნია. ამიტომ მორალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სუბიექტები იყენებენ მუშაობის სხვადასხვა ფორმებსა და მეთოდებს.


ფსიქოლოგების მთავარი ამოცანა საომარი მოქმედებების პირობებში, ვფიქრობთ, თავიდან უნდა იქნას არიდებული ადამიანების შეჩვევა არსებულ პირობებთან და მათი იმაში დარწმუნება, რომ აღნიშნული მდგომარეობა ადრე თუ გვიან დასრულდება და მათ საკუთარი თავის, ძალის, შინ დაბრუნებისა და ნათელი მომავლის იმედი არ უნდა დაკარგონ. მართალია, შესაძლოა ფსიქოლოგების ასეთ პოზიციას არაერთი მოქალაქის წინააღმდეგობა შეხვდეს, თუმცა, მიგვაჩნია, რომ თანამედროვე ფსიქოლოგიური მეთოდების მეშვებობით და ნაყოფიერის შრომის შედეგად, სავსებით შესაძლებელია.


აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანია, საომარი მოქმედებების მსვლელობის პირობებში ფსიქოლოგიური და ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს არამხოლოდ დაშავებულთა და ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული პროფილის მქონე პაციენტების შრომისუნარიანობის უსწრაფეს აღდგენას მოსახლეობაში, არამედ მოსახლეობაში ფსიქოლოგიური და ფსიქიკური აშლილობის შემდგომი განვითარებისა და მათი ქრონიკულ და მასიურ ხასიათში გადასვლის პრევენციას.

საკვანძო სიტყვები:
საომარი მდგომარეობა, მშვიდობიანი მოსახლეობა, სტრესი, ფსიქოლოგიური აშლილობა
გამოქვეყნებული: Dec 11, 2023

Article Details

სექცია
ფსიქოლოგია