ქართული დამწერლობისა და კომუნიკაციის რეალიები

Main Article Content

თამარ კობერიძე

ანოტაცია

უძველესია ქართული დამწერლობა, რომელიც ძველი წელთაღრიცხვით VII-VI საუკუნეებში შეიქმნა. დიაოხი და კოლხა დამწერლობის გარეშე არ იქნებოდა. თუ ქართული ანბანი V საუკუნეში შეიქმნა, როგორღა შეიქმნა ამავე საუკუნეში ქართული პროზის საოცარი ნიმუში „შუშანიკის წამება“?


გრიგოლ ხანძთელის დროს საქართველოში ისწავლებოდა შვიდი მეცნიერება, ძველი საბერძნეთის მსგავსად. იმის დასადასტურებლად, რომ დავით აღმაშენებელი მეცნიერებს ეხმარებოდა, იოანე პეტრიწისა და არსენ იყალთოელის მაგალითიც საკმარისია.


დიდი წინამორბედები ჰყავდა შოთა რუსთველს ჩახრუხაძისა და შავთელის სახით. რუსეთველის პოემა „ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიო ლიტერატურის ფილოსოფიურ პოემათა რიცხვს განეკუთვნება. ქაჯეთის ციხეში შექმნილი ნესტანისეული უსტარი ხომ წერითი კომუნიკაციის შესანიშნავი ნიმუში და განსწავლულობის უზენაესი გამოხატულებაა.

საკვანძო სიტყვები:
ფილოსოფია, ანბანი, ეკლესია, კომუნიკაცია
გამოქვეყნებული: Dec 11, 2023

Article Details

სექცია
ფილოსოფია