ევროპული ინტეგრაციის სხვადასხვაფორმატიანი მოდელის ფორმირების პოლიტიკის სპეციფიკა
Main Article Content
ანოტაცია
ევრაზიული რეგიონის სახელმწიფოთა პოლიტიკური თანამშრომლობის სფეროში დაგროვილი გამოცდილება მომავალი ევრაზიული კავშირის სტრუქტურის ფორმირებისას არსებული გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობას იძლევა. კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში განვითარებული მექანიზმების არსებობა ასევე იძლევა ანალოგიის გავლების შესაძლებლობას ევროკავშირის „სამი საყრდენისგან“ ერთ-ერთთან – საგარეო პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობასთან (საერთო საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების პოლიტიკა).
ევრაზიული ინტეგრაციის პროცესში ვლინდება რამდენიმეფორმატიანი მოდელის გამოყენების შესაძლებლობა. არის მცდელობა გამოყენებულ იქნას ევროკავშირის მაგალითიც. ზოგიერთ შემთხვევაში ეს წარმატებითაც ხორციელდება. მიუხედავად ამისა, ევრაზიული ინტეგრაცია რამდენიმე სპეციფიკური თავისებურებით გამოირჩევა, რომელთა შორის აღსანიშნავია რუსეთის ფაქტორი. თუ ევროკავშირი თანაბარი შესაძლებლობების რამდენიმე სუბიექტისაგან იქმნებოდა, ევრაზიის შემთხვევაში რუსეთი აშკარად უპირატესობით გამოირჩევა დანარჩენ მონაწილეებთან შედარებით.