საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივები

Main Article Content

რაულ ქირია

ანოტაცია

სტატიაში საუბარია საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებში ეტაპობრივად წარმოქმნილი კრიზისების შესახებ. გამოკვეთილია კონკრეტული მიზეზები, რომელიც კვლევის შედეგების ანალიზმა აჩვენა.


საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობაში პოზიტივი იმთავითვე გამოიკვეთა მიუხედავად იმისა, რომ ორ ქვეყანას არც საერთო სახმელეთო საზღვარი აქვს და იმ დროისათვის, მათი გამაერთიანებელი მხოლოდ საბჭოთა კავშირი იყო. პოზიტიური ურთიერთობის მიზიდულობის უმთავრესი მიზეზი რუსეთისგან დამოუკიდებლად ყოფნა, დისტანციის სურვილი იყო. ამასთანავე, ღიად გაცხადებული დასავლური კურსი და მოგვიანებით ევროსტრუქტურებისკენ და განსაკუთრებით ნატოსკენ სწრაფვა, რომელიც შემდეგ მეგობრობიდან სტრატეგიულ პარტნიორობაში გადაიზარდა.


საქართველოში „ვარდებისა“ და უკრაინაში „ნარინჯისფერი“ რევოლუციები შინაარსით და სულის კვეთებით იდენტური იყო, თუმცა უკრაინაში „ნარინჯისფერი“ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობებმა ცვლილება დაიწყო. ორი ქვეყნის მეგობრობა, მიუხედავად იმისა, რომ ლიდერები ამას ღიად არ აცხადებდნენ, საფრთხის ქვეშ დადგა, უფრო სწორად, თბილი ურთიერთობა გაცივებისკენ წავიდა.


კვლევამ ცხადყო, რომ ორი ქვეყნის ურთიერთობის „გაცივების“ უმთავრესი მიზეზი იყო რუსეთი და საქართველოს მმართველი ელიტის პროდასავლური ორიენტაცია.


სტატიაში ასევე საუბარია უკრაინისა და საქართველოს სამხედრო თანამშრომლობაზე, უკრაინის მოხალისეთა მონაწილეობაზე აფხაზეთის ომში და პირიქით - ქართველ მოხალისეთა სამხედრო ჩართულობა უკრაინის „ანტიტერორისტულ ოპერაციებში“.
ასევე, საუბარია ორ ქვეყანას შორის წარმოქმნილ კიდევ ერთ კრიზისსა და მიზეზებზე, რომელიც უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს ეხება. კვლევამ გამოკვეთა, რომ ამჯერადაც, ურთიერთობის დაძაბვის მიზეზი, რუსეთის ფაქტორი გახდა. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ისედაც დაძაბული ურთიერთობის კიდევ უფრო გართულებას მოერიდა და გადატვირთულმა დიპლომატიურმა განცხადებებმა დღემდე თავისი კვალი დატოვა უკრაინასთან თანამშრომლობის ხარისხზე.

საკვანძო სიტყვები:
საქართველო, უკრაინა, რუსეთი, ხელისუფლება, ურთიერთობები
გამოქვეყნებული: Dec 11, 2023

Article Details

სექცია
დოქტორანტები