„ბრეჟნევის დოქტრინიდან“ „სინატრას დოქტრინამდე“

Main Article Content

ედიშერ გვენეტაძე

ანოტაცია

ნაშრომში მითითებულია, რომ სკკპ გენერალურ მდივანის მიხეილ გორბაჩოვს სურვილი იყო ისტორიაში შესულიყო, როგორც არა მარტო საბჭოთა კავშირის გარდამქნელი, არამედ მსოფლიო პოლიტიკის შემცვლელი. ამ მიზნით, იგი ცდილობდა რაღაც ახლის შემოტანას და დანერგვას. სახელდობრ, მან შემოიტანა იდეას „საერთო ევროპული სახლის მშენებლობის შესახებ“, რითაც იგი დაუპირისპირდა წლების განმავლობაში საბჭოეთში აპრობირებულ ე. წ. „ბრეჟნევის დოქტრინას“


საბოლოოდ, ყველაფერი დამთავრდა „სინატრის დოქტრინით“, რაც იმას ნიშნავდა, რომ მთელი 1989 წლის განმავლობაში სოციალისტური რეჟიმები ლიკვიდირებულ იქნა აღმოსავლეთ ევროპის ყველა ქვეყანაში, რომლებიც იყვნენ სსრკ-ს სამხედრო და პოლიტიკური მოკავშირეები. ხელისუფლებაში მოვიდნენ ანტისოციალისტური პროდასავლური ძალები. ამ პირობებში ეკონომიკური ურთიერთდახმარების საბჭოსა და ვარშავის პაქტის არსებობა შეუძლებელი აღმოჩნდა. საბოლოოდ „გორბაჩოვის დოქტრინამ“ გამოიწვია საბჭოთა კავშირის დამარცხება აღმოსავლეთ ევროპაში. ეს იყო კატასტროფული მარცხი გორბაცოვის უტო-პიური იდეის „საერთოევროპული“ სახლის შექმნის შესახებ.

საკვანძო სიტყვები:
გორბაჩოვი, ბუში, ევროპული სახლი, სინატრა, დოქტრინა, ბრეჟნევი, მოსკოვი, კისინჯერი, ვაშინგტონი, ვარშავა
გამოქვეყნებული: Dec 11, 2023

Article Details

სექცია
ისტორია