დიპლომატიური მოლაპარაკება, როგორც საერთაშორისო დავების გადაწყვეტის გზა
Main Article Content
ანოტაცია
წინამდებარე ნაშრომი დავების გადაწყვეტის გზაზე დიპლომატიის მნიშვნელობას და მის როლს შეეხება. დედამიწაზე დიპლომატიის წარმოშობა ადამიანის გაჩენას, გვაროვნული საზოგადოების, ტომების ჩამოყალიბებას უკავშირდება. უძველეს დროში ადამიანთა ჯგუფე-ბი პრობლემურ საკითხებს ძალის გამოყენებით აგვარებდნენ, მაგრამ გარკვეული პერიოდის შედმეგ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ჩხუბის და ომის ნაცვლად მოლაპარაკებით შეიძლება ურთიერთობების მოწესრიგება. ტომებს შორის პროდუქტების პირველი გაცვლიდან დაწყებული, მიწის დამუშავების, თევზჭერის, სანადირო ტერიტორიების განსაზღვრით დამთავრებული. საკამათო საკითხების მოგვარება პრიმიტიული დიპლომატიის დახმარებით ხდებოდა. კამათის მოწესრიგების მიზნით ჩაისახა ხელშეკრულების დადების მექანიზმიც. დიპლომატიამ შედარებით უფრო დახვეწილი სახე საწარმო ძალთა განვითარების შემდეგ მიიღო. გაჩნდა პირველი შეთანხმებები და ხელშეკრულებები [1. 36].
მოლაპარაკებებს ხშირად დიპლომატიასთან აიგივებენ. ეს უკანასკნელი კი განისაზღვრება, როგორც მოლაპარაკების წარმართვის ხელოვნება. მაგალითისთვის ფრანგული დიპლომატიური ლექსიკონის განსაზღვრება მოვიყვანოთ, სადაც მოლაპარაკებები წარმოდგენილია არა მხოლოდ დიპლომატიური აგენტის, როგორც მისიის მეთაურის არსებობის მნიშვნელობით, არამედ მთლიანად დიპლომატიის სახით. დიპლომატის ოფიციალური მოღვაწეობის ყველა სხვა დანარჩენი ფორმა და სახე წარმოებს მოლაპარაკებებთან დაქვემდებარებულ მდგომარეობაში. თუ საერთაშორისო დავის წარმოშობის შემთხვევაში, ქვეყნები ვალდებულნი არიან თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან, მათ ერთადერთი გზა რჩებათ - მიმართონ დავის მოგვარების არაძალადობრივ საშუალებებს. ასეთ შემთხვევაში ყოველი სახელმწიფო საერთაშორისო ხასიათის დავას მეორე სახელმწიფოსთან წყვეტს მშვიდობიანი საშუალებებით, ისე რომ საფრთხე არ შეექმნას მშვიდობას, უშიშროებას და სამართლიანობას [2. 54].
უნდა ითქვას, რომ როგორც რეგიონულ, ისე საერთაშორისო დონეზე კონფლიქტურ ვითარებაში ნებისმიერი დიპლომატიური ჩარევა, ხელს შეუწყობს ეროვნული და რეგიონალური შესაძლებლობების გამოჩენას, როგორც სეპარატისტებთან, ასევე იმპერიულ მეზობელთან ურთიერთობაში. მშვიდობის კვლევის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა იოჰან გალტუნგის მოსაზრებით, ქვეყანაში მშვიდობის მშენებლობას, ხშირ შემთხვევაში კონფლიქტის მოგვარების და მისი ტრანსფორმაციის გაგრძელების გზად მიიჩნევენ. [3. 97].