ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა და საერთაშორისო უსაფრთხოების თავისებურებები
Main Article Content
ანოტაცია
საერთაშორისო უსაფრთხოების ქვეშ მოიაზრება „საერთაშორისო ურთიერთობების მდგომარეობა, რომელიც განვითარების სტაბილურობას, საერთაშორისო თანამეგობრობის ყველა სუბიექტთა სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას უზრუნველყოფს“. ამასთან „საერთაშორისო უსაფრთხოების“ ცნება ჯერ კიდევ გაეროს წესდებაში იყო ჩამოყალიბებული, სადაც გაეროს ერთ-ერთი მიზანია განსაზღვრული: „საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნება და ამ მიზნით ეფექტიანი კოლექტიური ზომების მიღება მშვიდობისთვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად და აღმოსაფხვრელად“.
ევროპაში აშშ-ს რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ძირითადად მიმართულია რუსეთისაგან მომავალი საფრთხის გასანეიტრალებლად, თუმცა ოფიციალურად აშშ აცხადებს, რომ ეს სისტემები ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგაა მიმართული. ამიტომაც ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემა უნდა მოვიაზროთ გლობალური უსაფრთხოების კონტექსტში.