ტრანსნაციონალური საფრთხის არსი და მისი თეორიულ-კონცეპტუალური აღქმა

Main Article Content

ნინო კობახიძე

ანოტაცია

თანამედროვე მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება მწვავე ისტორიული, ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური წინააღმდეგობებით გამოწვეული ძლიერი დაძაბულობით ხასიათდება.


არსებული რთული პოლიტიკური ვითარება ძლიერ გავლენას ახდენს ქვეყნების საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე. თითოეული სახელმწიფო ცდილობს დაიცვას თავისი ინტერესები და მოსახლეობის უსაფრთხოება და დამოუკიდებლობა. ამ მიზნების შესასრულებლად მთავრობები აყალიბებენ ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიას სახელმწიფოს უსაფრთხოების მიზნით.
თუმცა, ერთი სახელმწიფოს მიერ მიღებულმა ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიამ შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი მეორე სახელმწიფოსთან. ამის მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ამ ქვეყნების სტრატეგიებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს მეორე მხარის ინტერესებზე, ან ეწინააღმდეგებოდეს. ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია ამ მდგომარეობაში აღმოჩნდეს.


აქედან გამომდინარე, საერთაშორისო საფრთხეებთან ბრძოლისათვის ეფექტურ მექანიზმს წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც, თავის მხრივ, არეგულირებენ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვისას სხვა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზემოქმედების დონეებს.


წინამდებარე სტატიის საკვლევ თემას წარმოადგენს საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე მდგარი ტრანსნაციონალური საფრთხეების არსის გააზრება და მასთან ბრძოლის თანამედროვე მექანიზმების გაანალიზება.

საკვანძო სიტყვები:
ტრანსნაციონალური საფრთხეები, უსაფრთხოება, მშვიდობა, თანამედროვე პოლიტიკური მოვლენები, საერთაშორისო ორგანიზაციები
გამოქვეყნებული: Dec 11, 2023

Article Details

სექცია
დოქტორანტები