ნაშრომში წყაროს მითითების სტანდარტი
- ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნებისმიერ ნაშრომში სათანადოდ უნდა იყოს მითითებული შესაბამისი წყაროები;
- ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნაშრომში დასაშვებია მხოლოდ ერთი ტიპის წყაროების მითითების სტანდარტის გამოყენება, აკრძალულია სხვადასხვა ციტირების სტანდარტის ერთ ნაშრომში აღრევა;
- წყაროს მითითება უნდა გაკეთდეს არაბული ნუმერაციით სქოლიოს (footnote) სახით. ტექსტში მოცემულ სქოლიოს უნდა უსწრებდეს ჩამკეტი სასვენი ნიშანი (წერილი, ძახილის ნიშანი, კითხვის ნიშანი). სასვენ ნიშნამდე სქოლიოს გამოყენება დასაშვებია ცალკეული სიტყვის ან ტერმინის განმარტებისათვის;
- ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ინგლისურ ენაზე წარმოდგენილი ნაშრომებისათვის ციტირების წყაროს მითითების სტანდარტები ძირითადად განსაზღვრულია Oxford University Standard for the Citation of Legal Authorities (OSCOLA) მეოთხე გამოცემით. სარედაქციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სპეციალური გამოცემისას შესაძლებელია ციტირების წყაროს მითითების სხვა სტანდარტის გამოყენება;
- ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ქართულ ენაზე წარმოდგენილი ნაშრომების წყაროს მითითების წესები განისაზღვრება შემდეგი წესით (ამ პუნქტში მოცემული წესები ძირითადად განსაზღვრულია Oxford University Standard for the Citation of Legal Authorities (OSCOLA) მეოთხე გამოცემის მიხედვით და მხოლოდ ავტორთა დახმარებას ისახავს მიზნად, მაგალითები მოცემულია განმარტებისათვის, წყაროების ტიპები არ არის ამომწურავი).
სამეცნიერო ჟურნალში „საისტორიო ვერტიკალები“ სტატიების შესრულების, გაფორმების და წარმოდგენის სტანდარტი
სამეცნიერო ჟურნალის მიზანია ჰუმანიტარული, საბუნებისმეტყველო, სოციალური და საინჟინრო მეცნიერებების ყველა დარგში მოღვაწე აკადემიური/მოწვეული პერსონალის, დოქტორის/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირის, დოქტორანტის მიღწევების პოპულარიზაცია.
სტატიის მიღების წინაპირობა: ავტორი უნდა იყოს დოქტორი/მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი ან დოქტორანტი. ჟურნალში სტატიის დასაბეჭდად რეგისტრაციია უნდა გაიაროთ ელექტრონულად ------------------------------------------- , სტატიაში დაცული უნდა იყოს გამოყენებული წყაროს დამოწმების სტილი და სტატიის წარმოდგენის წესი. სარედაქციო კოლეგია განიხილავს ნაშრომს, რომელიც გაფორმებულია „სამეცნიერო ჟურნალში სტატიების შესრულების, გაფორმების და წარმოდგენის წესის“ შესაბამისად.
მოთხოვნები სამეცნიერო ნაშრომის გასაფორმებლად
ჟურნალის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური და რუსული.
სავალდებულოა სტატიას თან დაერთოს აბსტრაქტი 2 ენაზე.
თუ სტატია შესრულებულია ქართულ ენაზე, უნდა დაერთოს აბსტრაქტი ქართულ და ინგლისურ (ან რუსულ) ენებზე
ნებისმიერ უცხოურ ენაზე შესრულებული სტატიის შემთხვევაში სავალდებულოა დაერთოს აბსტრაქტი ქართულ ენაზე.
სტატიის აკრეფისას გამოიყენეთ მხოლოდ Sylfean ფონტი.
სტატიის წარმოდგენის წესი: სტატიის ენა - ქართული, ინგლისური ან რუსული; ფურცლის ზომა A4; მინდორი: ყველა მხრიდან 2.5; გვერდების რაოდენობა - 10-15;
ავტორის სახელი, გვარი, აფელირება და საკონტაქტო ინფორმაცია, ძირითადი ტექსტი, აბსტრაქტები და გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა შესრულებული უნდა იყოს შრიფტით - Sylfean, ზომა - 12.
სათაურის შრიფტის ზომა - 14.
სტრიქონებს შორის მანძილი -1,5; აბზაცებს შორის მანძილი - 0 (Paragraph, After 0). აბზაცის ყველა ხაზი უნდა იყოს თანაბრად დაშორებული მარჯვენა ველიდან. თითოეული აბზაცის პირველი სტრიქონი უნდა იყოს შეწეული (5 პოზიციით).
სტატიის ტექსტის ფორმატი:
სტატიის სახელწოდება - ცენტრში(Center), გამუქებული (Bold), შრიფტის ზომა -14, შესრულებული უნდა იყოს ქართულ ენაზე;
ავტორის სახელი, გვარი - ცენტრში, გამუქებული, (Bold), შრიფტის ზომა 12, შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;
ავტორის/ავტორების: ორგანიზაცია/ სასწავლო დაწესებულება - ცენტრში, შრიფტის ზომა 12, შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;
ავტორის/ავტორების: აფილირება/თანამდებობა/მაგისტრანტი/დოქტორანტი - ცენტრში, შრიფტის ზომა 12, შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;
ავტორის/ავტორების: სამეცნიერო წოდება და ხარისხი - ცენტრში, შრიფტის ზომა 12, შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;
აბსტრაქტის შესრულების წესი:
სტატიის სახელწოდება - ცენტრში(Center), გამუქებული (Bold), შრიფტის ზომა -14, შესრულებული უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ (ან რუსულ) ენებზე;
აბსტრაქტი - ცენტრში, გამუქებული, შრიფტის ზომა 12, შესრულებული უნდა იყოს ინგლისურ ენაზე;
აბსტრაქტის ტექსტი - შრიფტის ზომა 12; სტრიქონებს შორის მანძილი -1,5, აბზაცებს შორის მანძილი - 0 (Paragraph, After 0). თითოეული აბზაცის პირველი სტრიქონი უნდა იყოს შეწეული (5 პოზიციით). აბსტრაქტის ტექსტის მოცულობა უნდა იყოს 200-300 სიტყვა.
საკვანძო სიტყვები - (მინიმუმ 5 სიტყვა/სიტყვათა კომბინაცია), შესრულებული უნდა იყოს იმ ენებზე, რომლებზეც არის შესრულებული თანდართული აბსტრაქტები.
სტატიის სტრუქტურა უნდა მოიცავდეს შემდეგ ნაწილებს:
შესავალი - თემის არეალი და მნიშვნელობა, ნაშრომის აქტუალობა, მკითხველისთვის საკითხის გაცნობა, აღნიშნულ თემაზე ჩატარებული კვლევების ანალიზი/მიმოხილვა და საკუთარი ჰიპოთეზის ჩამოყალიბება.
ამ თავში განხილული უნდა იყოს თუ, რატომ არის მკითხველისთვის ნაშრომი ღირებული მეცნიერული კუთხით.
ძირითადი ნაწილი მოიცავს კვლევის მეთოდოლოგიას და მიღებულ შედეგებს;
დასკვნითი ნაწილი მოიცავს მიგნებებს, შესაძლო რეკომენდაციებსა და სამომავლო პერსპექტივებს.
გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა, ბიბლიოგრაფიაში აღნუსხული ლიტერატურა არ ინომრება და არ ინიშნება, ჩამონათვალი უნდა დალაგდეს ანბანური თანმიმდევრობით ავტორების გვარების (ასეთის არარსებობის შემთხვევაში), სათაურების მიხედვით. ბიბლიოგრაფიული მონაცემები არ ითარგმნება და წყარო მოწმდება დედნის ენაზე.
სქოლიო:
სქოლიო თავსდება სტატიის ტექსტში გვერდების ბოლოს. შესაძლებელია ჩანდეს როგორც სტატიის ტექსტში ციტირებული და პერიფრაზებული წყარო (ლიტერატურა, ნორმატიული მასალა, სასამართლო პრაქტიკა), რომელიც ინომრება ციფრებით (შრიფტის ზომა-10), ასევე, ავტორისეული შენიშვნები (განმარტებები), აღინიშნება ფიფქით * და შესაბამისად, არ ინომრება.
წყაროს მითითება უნდა გაკეთდეს არაბული ნუმერაციით სქოლიოს (footnote) სახით. (ციტირებების მოსანიშნად ვიყენებთ არაბულ რიცხვებს, რეფერირების დასამატებლად წინადადების ბოლოს, სასვენი ნიშნის შემდეგ გავდივართ References მენიუში და ვაჭერთ Insert Footnote).
ტექსტში მოცემულ სქოლიოს უნდა უსწრებდეს ჩამკეტი სასვენი ნიშანი (წერტილი, მძიმე, ძახილის ნიშანი, კითხვის ნიშანი). სასვენ ნიშნამდე სქოლიოს გამოყენება დასაშვებია ცალკეული სიტყვის ან ტერმინის განმარტების მიზნით;
ცხრილები, დიაგრამები:
ნაშრომში ცხრილები, დიაგრამები და სხვა ვიზუალური მასალა წარმოდგენილი უნდა იყოს: ცენტრში, TIFF, PNG, JPEG-ფორმატებში, დასათაურება უნდა განთავსდეს ცრილის/დიაგრამის და სხვა, გამოსახულების ქვემოთ შრიფტის ზომა 8.
გაითვალისწინეთ:
- ჟურნალში დასაბეჭდად გამოგზავნილი ყველა სტატია გაივლის შემოწმებას პლაგიატის აღმომჩენ პროგრამაზე. ნაშრომი, ფასდება დადებითად თუ: მსგავსების კოეფიციენტი არ აღემატება 10 %-ს;
- ჟურნალში დასაბეჭდად გამოგზავნილი სტატია გაივლის ორეტაპიან ფარულ რეცენზიას დარგის ექსპერტებთან. ექსპერტთა დასკვნებს შორის სხვაობის შემთხვევაში, სტატია შესაფასებლად გადაეგზავნება მესამე რეცენზენტს. სტატიები დაიბეჭდება დადებითი რეცენზიის მიღების შემთხვევაში. სტატიაში გამოთქმულ მოსაზრებებზე პასუხისმგებელი იქნება სტატიის ავტორი/ავტორები.