სარედაქციო პოლიტიკა
საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის „საისტორიო ვერტიკალები“ სარედაქციო პოლიტიკა
1. ზოგადი დებულებები
ა. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალი „საისტორიო ვერტიკალები“ გამოიცემა წელიწადში 3-4-ჯერ;
ბ. ჟურნალში გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების თემატიკაა: ისტორია, პოლიტიკა, საჯარო მმართველობა, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ა.შ.
გ. ჟურნალი წარმოადგენს ღიად ხელმისაწვდომ გამოცემას, რაც ნიშნავს, რომ მისი შინაარსი სრულად ხელმისაწვდომია მომხმარებლებისათვის. მომხმარებლებს უფლება აქვთ გაეცნონ, ჩამოტვირთონ, გადაიღონ ასლი, გაავრცელონ, დაბეჭდონ, მოიძიონ ან ნაშრომების ტექსტზე მითითება გააკეთონ ან სხვა კანონიერი მიზნით გამოიყენონ ჟურნალი და მასში განთავსებული ნაშრომები გამომცემლის ან ავტორების წინასწარი თანხმობის გარეშე, სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული Creative Commons ლიცენზიის პირობების შესაბამისად (იხ. საავტორო უფლებების საკითხი).
2. ჟურნალში გამოსაქვეყნებელი ნაშრომების ტიპები
ა. საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალში „საისტორიო ვერტიკალები“ შეიძლება განთავსდეს შემდეგი ტიპის ნაშრომები:
✓ სამეცნიერო სტატია.
3. ჟურნალისათვის ნაშრომების სტატიების შერჩევის წესი
ჟურნალში გამოსაქვეყნებლად ნაშრომების შერჩევა ხდება: სარედაქციო კოლეგიის ან რედაქტორისათვის ნაშრომის პირდაპირ მიწოდებით.
4. ნაშრომის შესარჩევად პირდაპირ მიწოდების წესი
ა. ავტორმა უნდა მიაწოდოს რედაქციას ნაშრომი ელ.ფოსტის საშუალებით historicalverticals2002@gmail.com
ნაშრომს უნდა ახლდეს: სათაური, ავტორის /ავტორების სახელი, გვარი, დაკავებული თანამდებობა, სამეცნიერო ხარისხი, აბსტრაქტი, საკვანძო სიტყვები, რომლებიც უზრუნველყოფს სტატიების კლასიფიცირებას თემების მიხედვით;
ბ. ავტორმა უნდა მიაწოდოს რედაქციას ავტორის ღია იდენტიფიკატორი: Orcid-16 ციფრიანი უნიკალური კოდი
გ. რედაქტორის მიერ შერჩეული ნაშრომების ავტორებს ელ.ფოსტის საშუალებით historicalverticals2002@gmail.com გადაეგზავნებათ დასტური, რის შემდეგ ავტორი/ავტორები ვალდებულნი არიან ნაშრომი წარმოადგინონ ელ. ფოსტის საშუალებით, ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადამდე;
დ. ავტორმა უნდა უზრუნველყოს რედაქციისათვის დასრულებული, ტექნიკური და ენობრივი თვალსაზრისით გამართული ტექსტის მიწოდება;
ე. სარედაქციო კოლეგია არ განიხილავს ნაშრომის გამოქვეყნების საკითხს, რომელიც ჟურნალის მოთხოვნების მიხედვით არ იქნება გაფორმებული.
5. პლაგიატის აკრძალვა
ა. დაუშვებელია ჟურნალში გამოსაქვეყნებელ ნაშრომებში პლაგიატი, ავტორმა/ავტორებმა უნდა უზრუნველყონ ნაშრომში მოცემული ინფორმაციის წყაროს ზუსტი და სწორი მითითება;
ბ. ჟურნალში გამოსაქვეყნებლად წარდგენილი ყველა ნაშრომი მოწმდება პლაგიატის სპეციალური პროგრამაში;
გ, პროგრამის მიერ აღმოჩენილი დამთხვევები ინდივიდუალურად ფასდება რედაქტორის მიერ და ხდება მისი სისწორის დადგენა;
დ. პროგრამის მიერ 10%-ზე მეტი ზუსტი დამთხვევის დადგენის შემთხვევაში, ავტორს ელ.ფოსტის საშუალებით historicalverticals2002@gmail.com ეცნობება პლაგიატის აღმოჩენის შესახებ და მოეთხოვება განმარტების და შესწორების წარმოდგენა, რისთვისაც განისაზღვრება არაუმეტეს 5 (ხუთი) სამუშაო დღე; თუ ავტორი უარს ამბობს განმარტებაზე, ნაშრომი არ განიხილება გამოსაქვეყნებლად.
6. ნაშრომის შერჩევის წესი
ა. პლაგიატის არ არსებობის შემთხვევაში, ნაშრომების შერჩევას ახდენს რედაქტორი და წარუდგენს რეცენზენტებს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად;
ბ. ნაშრომი შეირჩევა სარედაქციო კოლეგიის მიერ ფარული რეცენზიის წესით.
7. ნაშრომების გამოქვეყნების საკითხის გადაწყვეტა
ა. შერჩეული ნაშრომების ავტორებს კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებათ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით historicalverticals2002@gmail.com
8. სტატიის შინაარსობრივი სტანდარტები
ა. ნაშრომი მიზნად უნდა ისახავდეს დარგში არსებულ დისკუსიაში ჩართვას ან ახალი დისკუსიის წამოწყებას, მასში უნდა იყოს მოცემული მყარი არგუმენტები და დასაბუთებული მოსაზრებები;
ბ. ნაშრომში კვლევის მეთოდოგოლია სრულად უნდა იყოს დაცული.
9. საავტორო უფლებების საკითხი
ა. ნაშრომზე არაქონებრივი საავტორო უფლებები რჩება ნაშრომის ავტორს;
ბ. ჟურნალში ნაშრომები განთავსდება - creative commons ლიცენზიით, კერძოდ Creative Commons Attribution (CC BY) 2.0 ლიცენზიით, რაც გულისხმობს მისი გამოყენების უფლებას ნებისმიერი მიზნით, წყაროს მითითების ვალდებულებით;
გ. ჟურნალის ბეჭდურ და ელექტრონულ ვერსიებში მიეთითება creative commons ლიცენზიის საკითხიც და კეთდება შემდეგი ვიზუალური აღნიშვნა და მითითება დეტალური სალიცენზიო პირობების ხელმისაწვდომობის თაობაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: https://creativecommons.org/licenses/by/2.0/legalcode;
დ. CC BY 2.0 ლიცენზიის თანახმად, ნებისმიერ პირს აქვს უფლება გააზიაროს, გაავრცელოს, რეპროდუქცია გაუკეთოს ჟურნალს ან მის რომელიმე ნაწილს, მათ შორის, კომერციული მიზნით, რა შემთხვევაშიც იგი ვალდებულია სრულად მიუთითოს წყარო და შესაბამისი ელექტრონული მისამართი (link) და ცვლილებების გაკეთების შემთხვევაში წარმოაჩინოს ეს ცვლილებები. CC BY 2.0 ლიცენზია არ გულისხმობს ავტორის არაქონებრივი უფლებების გადაცემას.